G-PRIED

საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად ანხორციელებს დაწყებითი განათლების პროექტს(G-PRIED). ქ.მარტვილის N2 საჯარო სკოლა პროექტის ამოქმედებისთანავე ჩაება მასში. პროექტის ფარგლებში 2012-2015 წლებში ჩვენი სკოლის მათემატიკისა და ქართული ენის მასწავლებლებმა  მოისმინეს მრავალსაათიანი ტრენინგები, ჩაატარეს ღია გაკვეთილები და ტრენიგებზე მიღებულ ცოდნას აქტიურად ნერგავენ საგაკვეთილო პრაქტიკაში. სკოლამ მიიღო მრავალფეროვანი რესურსები საგაკვეთილო პროცესისათვის. ჩვენი სკოლა დღესაც აგრძელებს პროექტში მონაწილეობას. მე ვარ დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლების ფასილიტატორი. პროექტში ჩაბმული მასწავლებლები ვმონაწილეობთ  G-PRIED-ის დისტანციურ სწავლებაში,   ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს და ვცდილობთ მიღებული გამოცდილება აისახოს საგაკვეთილო პროცესში.  ჩვენს მრავალწლიან  გამოცდილებას ვუზიარებთ სხვა სკოლების მასწავლებლებსაც.  ამ მიზნით     2015 წლის 10  დეკემბერს და 22 დეკემბერს ჩვენს სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილები. მასწავლებლები მოწვეულები იყვნენ ქ.მარტვილის N1 საჯარო სკოლიდან, სოფ. ლეციცხვაიეს საჯარო სკოლიდან, სოფ. გაჭედილის საჯარო სკოლიდან.

მათემატიკის ღია გაკვეთილი
VI კლასი
მასწავლებელი მარინა გაბისონია.





გაკვეთილზე დაკვირვება; უკუკავშირი

დამკვირვებელი:
 მარინა სურმავა (N2 საჯარო სკოლა)
 ზოია გალდავა (N2 საჯარო სკოლა)
 მაყვალა გვაზავა (N2საჯარო სკოლა)
 ბაჩუკი სურმავა (ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა)
 ნანა კეკუტია(გაჭედიოლის საჯარო სკოლა)
 ლელა წულაია(გაჭედილის საჯარო სკოლა)
 აკაკი კოკაია (N2 საჯარო სკოლა)

თარიღი:  2015 წლის 10 დეკემბერი
მასწავლებელი: მარინა გაბისონია
კლასი: VI ა  კლკასი
სკოლა: ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლა
მოსწავლეების რაოდენობა: 25
გაკვეთილის თემა: ,,წილადების შეკრება და გამოკლება“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ სხვადასხვამნიშვნელიანი წილადების შეკრება- გამოკლება და მათი პრაქტიკული გამოყენება.

აქტივობა
შეფასება
აქტივობის აღწერა
კომპონენტი I: ფაზა წინასწარ
მასწავლებელი წარადგენს შესასწავლ საკითხს/თემას
დიახ

მასწავლებელმა შესასსწავლი საკითხის თემა და მიზანი წარმოადგინა როგორც ვერბალურად, ასევე ისტ-ის გამოყენებით.
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში.
დიახ

წინარე ცოდნის გასააქტიურებლად და მოსწავლეების ახალი საგაკვეთილო მასალის მიღებისათვის შესამზადებლად მასწავლებელმა განახორციელა შემდეგი აქტივობები
ü  ინტერაქტიური მეთოდი კითხვა-პასუხის სახით;
ü  მასალის ვიზუალიზაციის თვალსაზრისით გამოიყენა ,,Pover Point”-ის პროგრამით წარმოდგენილი სლაიდები;
ü  მოსწავლეები ამუშავა წყვილებში.
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს მზაობის განსხვავებული დონის მიხედვით და თითოეულ ჯგუფს აძლებს შესაფერის დავალებას.
                  დიახ

მასწავლებელი ჯგუფური მუშაობის ფორმას იყენებს გაკვეთილის  II  და III ფაზაში
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების მზაობას
დიახ


მასწავლებელი უკავშირებს შესასწავლ საკითხს მოსწავლეების წინარე ცოდნა-გამოცდილებას.
დიახ

მასწავლებლის თხოვნით მოსწავლეებმა გაიხსენეს წილადის ძირითადი თვისება;  მოსწავლეებმა ეს ცოდნა დაუკავშირეს ახალ მასალას.
კომპონენტი II. განმავლობაში



მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ახალ მასალასთან დაკავშირებულ მათემატიკური შეთანხმებების ერთობლიობას (ტერმინებს, სიმბოლოებს, დაშვებებს, სასწავლო რესურსების გამოყენებას).

დიახ

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევდა მიმართულებას, ხოლო მოსწავლეები საუბრობდნენ მასალასთან დაკავშირებულ  მათემატიკურ ტერმინებზე, განსაზღრებებზე, როგორიცაა ჩვეულებრივი წილადი,  ათწილადი, შერეული რიცხვი, წესიერი წილადდი და ა.შ.
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს შესასრულებელი დავალების მიზანს.

დიახ


მასწავლებელი აკეთებინებს პრობლემის გადაჭრის მოდელირებას (აძლევს მკაფიო ინსტრუქციას და გადაამოწმებს გაიგო თუ არა).
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს მზაობის განსხვავებული დონის მიხედვით და თითოეულ ჯგუფს აძლევს შესაფერის დავალებას.

დიახ

მასწავლებელისმკაფიო ინსტრუქციებს თან სდევდა მოსწავლეთა ადექვატური აქტივობები; მასწავლებელი ახდენდა თითოეული ჯგუფის მონიტორინგს;
მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას (აგებენ ახალ ცოდნას).

დიახ

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ოთხ ჯგუფად. თითეულ ჯგუფს ურიგებს ბარათებს შესაბამისი დავალებით. მოსწავლეები ჯგუფებში თითქმის უმტკივნეულოდ აგებდნენ ახალ ცოდნას.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების მუშაობას და ეხმარება მათ საჭიროებისამებრ (აკეთებს სკაფოლდინგს).

დიახ

საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს აძლებდა მითითებას, ან უსვამდა კითხვას.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს იფიქრონ და იმსჯელონ შესრულებული დავალების შესახებ და ამოწმებს მოსწავლეების გაგება-გააზრებას (სხვადასხვა დონის შეკითხვების საშუალებით).

დიახ

თითოეულმა ჯგუფმა გააკეთა პრეზენტაცია; პრეზენტატორები მსმენელებს უხსნიდნენ თუ როგორ შეასრულეს მათვის მიცემული დავალებები, მათი მსჯელობა იყო არგუმენტირებული.
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სახელმძღვანელოს ტექსტთან შეადარონ საკუთარი მოსაზრებები (დასკვნები და ვარაუდები).

არა


კომპონენტი III. შემდგომ



მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენონ ახალი ცოდნა მრავალფეროვანი სტრატეგიების საშუალებით (ტექსტური ამოცანის ამოხსნა, დისკუსია, წერა, ხატვა და სხვა).

დიახ

მოსწავლეებმა ახალი ცოდნის გამოყენებით ამოხსნეს ტექსტური ამოცანები და გააკეთეს პრეზენტაცია.
მასწავლებელი აჯგუფებს მოსწავლეებს მზაობის განსხვავებული დონის მიხედვით და თითოეულ ჯგუფს აძლევს შესაფერის დავალებას.

დიახ

ჯგუფური მუშაობა განხორციელდა ოთხ ჯგუფში. მასწავლებელმა თითოეულ ჯგუფს სამუშაოდ დაურიგა ბარათები.
მასწავლებელი აკვირდება მოსწავლეების გაგება-გააზრების პროცესს და აღრიცხავს შედეგებს.

დიახ

ü  მასწავლებელი აკირდებოდა მოსწავლეებს გაკვეთილის თითოეულ ეტაპზე;
ü  უსვამდა დამაზუსტებელ კითხვებს.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეების ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.

ნაწილობრივ

მასწავლებელი განმავითარებელ შეფასებით ეფექტურ  უკუკავშირს აძლევდა მოსწავლებს.
კომპონენტი IV: სასწავლო გარემო და რესურსები

მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სახის დამატებით რესურსებს (მოდელები, სქემები/ დიაგრამები, პოსტერები და სხვა თვალსაჩინოებები).

დიახ

მასწავლლებელმა რესურსების სახით გამოიყენა
ü  ისტ-ი
ü  მათემატიკური მანიპულატივები
მასწავლებელი წაახალისებს ინტერაქციასა და ურთიერთსწავლებას.
გაკვეთილი მოიცავს სწავლება-სწავლის მრავალფეროვან ფორმატს: მთელი კლასი, წყვილები, ჯგუფები, ინდივიდუალური მუშაობა.

დიახ

გაკვეთილზე განხორციელდა სწავლა-სწავლების მრავალფეროვანი ფორმები:
ü  წყვილებში მუშაობა;
ü  საერთო საკლასო მუშაობა;
ü  ჯგუფური მუშაობა.
მასწავლებელი კონსტრუქციულ უკუკავშირს აძლევს მოსწავლეებს.

დიახ


კომპონენტი V: განმავითარებელი შეფასება

მასწავლებელი იყენებს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ფორმას გაკვეთილის მსვლელობის დროს (1 – არცერთი ფორმა; 2 - ერთი ან ორი ფორმა, 3 – სამი ან მეტი ფორმა).

დიახ


განმავითარებელი შეფასების რომელ ფორმას ან საშუალებას იყენებს მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას?

1. დიაგნოსტიკური ტესტი

9. შიდა და გარე წრეები
17
17. შემაჯამებელი / გასასვლელი ბარათები

2. ინდივიდუალური გასაუბრება მოსწავლესთან

10. დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე

18. მონიტორინგის რვეული

3. დავალებები

11. შეკითხვების დასმა

19. პოსტერები

4. პროექტები

12. ,,დიახ/არა“ ბარათები

20. კვიზები

5. მოკლე ჩანაწერები

13. ხელის ნიშნები

ü  მასწავლებლის მიერ შედგენილი ბარათები ჯგუფური მუშაობისათვის.
ü  სლაიდზე წარმოდგენილი დავალება წყვილებში მუშაობისათვის.

6. მოსწავლის პორტფოლიო

14. გრაფიკული სქემები


7. საკლასო დისკუსია

15. ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე


8. პრეზენტაციის შეფასება

16. 3-2-1





მასწავლებლისთვის გაზიარებული უკუკავშირი                                                                                                  .     


გაკვეთილის ორი ძლიერი მხარე:
ü  აქტივობები ისე მიზანმიმართულად  განხორციელდა, რომ მოსწავლეებმა   ახალი ცოდნა უმტკივნეულოდ ააგეს წინარე ცოდნაზე.
ü  მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული აქტივობებში და თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან.
  




.                                                                                                                                                                                         .

გაკვეთილის ორი სუსტი მხარე: 
ü  დროის ლიმიტის გადაცდომა.
ü  უფრო მეტი ყურადღება მართებდათ მსმენელ მოსწავლეებს პრეზენტატორ მოსწავლეთა მიმართ.








                                  გაკვეთილზე დაკვირვება; უკუკავშირი 2

მათემატიკის ღია გაკვეთილი მე-3 კლასში
მასწავლებელი ციცინო სილაგავა



სამუშაო შეხვედრა
ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლაში 2016 წლის 25 თეერვალს G-PRIED პროექტის ფარგლებში გაიმართა მასწავლებელთა  სამუშაო შეხვედრა.  სამუშაო შეხვედრაში  პროექტში ჩამბმული მასწავლებლებითან ერთად მონაწილეობდნენ სკოლის სხვა მასწავლებლები: ზოია გალდავა, მაყვალა გვაზავა, კლარა ყალიჩავა, ნატო ბირკაია, იზო ხუნწელია, ციცინო სილაგავა,  ციცო ჭოჭუა. სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა G-PRIED პროექტის ფარგლებში სკოლის ფასილიტატორი მათემატიკის მასწავლებელი მარინა გაბისონია. შეხვედრაზე განიხილეს ორი თემატიკა: 1. მონაცემთა ანალიზი. 2. სასწავლო სიტუაცცის ანალიზი. ფასილიტატორმა დამსწრეთ გააცნო  მე-5 და მე-6 კლასებში განხორციელებული კვლევის ანგარში. კვლევა ეხებოდა ამ კლასების მოსწავლეებისათვის დამახასიათებელ ერთერთ შეცდომას. სლაიდებზე წარმოდგენილი მონაცემების გაანალიზებისა  და კვლევის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, მასწავლებლებმა გაანალიზეს ამ ტიპურ შეცდომასთან დაკავშირებული სასწავლო სიტუაციები. მათ გაიხსენეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შემთხვევები საკუთარი პრაქტიკიდან, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და დასახეს პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგიები.

კვლევის ანგარიში

                       

სამუშაო შეხვედა



Комментариев нет:

Отправить комментарий