ინტეგრირებული გაკვეთილები

ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა

საგანთა ჯგუფი: მათემატიკა/ისტ

მასწავლებლები: მარინა გაბისონია( მათემატიკა)

                               თეა ხარებავა(ისტ)

სწავლების საფეხური/კლასი:  დაწყებითი/ VI

მოსწავლეთა რაოდენობა: 19

გაკვეთილის თემა: ,,სვეტოვანი და წრიული დიაგრამები“

გაკვეთილს მიზანი:  ისტ-ის გამოყენებით მონაცემთა წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამის სახით. დიაგრამებით წარმოდგენილ მონაცემთა  ელემენტარული ანალიზი.

N

აქტივობის აღწერა

გამოყენებული

მეთოდები

კლასის ორგანიზაციის

ფორმები

სასწავლო რესურსები

დრო

(წთ)

1.

გაკვეთილის თემის, მიზნისა და შეფასების რუბრიკის წარდგენა

თემის, მიზნისა და შეფასების კრიტერიუმების წარდგენა ვერბალურად/სლაიდით.

ასევე, შეფასების რუბრიკა ბარათების სახით დაურიგდებათ ჯგუფებს.

 

 

საერთო საკლასო

 ,,Power Point” -ის სლაიდები;

ბარათები

3

2.

საშინაო დავალების შემოწმება

 

ჩამოვლა.

მოსწავლეებთან გასაუბრება.

საერთო საკლასო

 

5

3.

წინარე ცოდნა

მონაცემთა შეგროვების საშუალებანი;  ნაწილი; პროცენტი;  წრე და წრიული სექტორი;

წინარე ცოდნის გააქტიურება

ინტერაქტიური მეთოდით.

საერთო საკლასო

Power Point-ის სლაიდები

 

GeoGebra -ს პროგრამით შექმნილი რესურსი

7

4

მოსწავლეები კლასში ჩაატარებენ გამოკითხვას

ექსკურსიის მარშრუტის შერჩევაზე. ამ მონაცემების საფუძველზე ისინი ააგებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს ისტ-ის გამოყენებით;  მონაცემთა ელემენტარული ანალიზის საფუძველზე გააკეთებენ დასკვნას.

 

მუშაობა წყვილებში

გამოკითხვის ჩანაწერები

15

5.

მოსწავლეები მონაცემთა შეგროვების ხერხების სწავლისას ჩაატარებენ გამოკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასხვავებენ ერთმანეთისაგან ადამიანები რიცხვისა და ციფრის ცნებას. ამ  გაკვეთილზე გამოკითხვისას მოპოვებული მონაცემების საფუძველზე ააგებენ სვეტოვან და წრიულ დიაგრამებს ისტ-ის გამოყენებით.

ჯგუფური მუშაობა

 მუშაობა

ჯგუფებში

 

გამოკითხვის ჩანაწერები

 

10

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6

შეჯამება, გამთლიანება. მოსწვლეებს წავუკითხავ თემსთან დაკავშირებულ წინადადებებს. ისინი დიახ/ არა ბარათების გამოყენებით მანიშნებენ წინადადება ჭეშმარიტია თუ მცდარი და არგუმენტირებული მსჯელობით ახსნიან თავიანთ არჩევანს.

 

 

საერთო საკლასო

დიახ/არა ბარათები

 

,,Power Point” -ის სლაიდები;

4

7

საშინაო დავალება

 

 

მონეტის აგდებაზე ჩატარებული ცდის შედეგების წარმოდგენა წრიული და სვეტოვანი დიაგრამებით ისტ-ის გამოყენებით.

 

1

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

მათ. VI.12. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.

მათ.VI.13. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ნალიზი.

ის ტექნ. VI.1 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება  ციფრული მასალის შექმნისას .

ის ტექნ. VI.2 მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.

 

გამჭოლი კომპეტენციები.    ეს გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემდეგი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას:         

                                                 რაოდენობრივი წიგნიერება;

                                                 სემიოტიკური წიგნიერება;

                                                  ციფრული წიგნიერება.

 

შეფასება.

განმავითარებელი შეფასება: პრეზენტაცია;  დიახ/არა ბარათები; გასაუბრება მოსწავლესთან;  კითხვა-პასუხი; კომენტარები;

განმსაზღვრელი შეფასება:  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

 

N

+

კრიტერიუმი

 

1-2 ქულა

 

3-4 ქულა

 

5-6 ქულა

 

7-8 ქულა

 

9-10 ქულა

1

მთელი რაოდენობის ნაწილის/პროცენტის გამოთვლა და დიაგრამაზე შესაბამისი სექტორის კუთხის პოვნა.

ვერ ითვლის ერთიდაიგივე ნიშნის ქვეშ გაერთიანებული მონაცემები მთელი რაოდენობის რა ნაწილია/რამდენი პროცენტია ან/და ვერ პოულობს წრიულ დიაგრამაზე ამ მონაცემთა შესაბამისი სექტორის გრადუსულ ზომას.

უჭირს ერთიდაიგივე ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ მონაცემთა წილის/ პროცენტული მაჩვენებლის პოვნა  ან/და  წრიულ დიაგრამაზე ამ მონაცემთა შესაბამისი სექტორის გრადუსულ ზომის გამოთვლა.

ახერხებს

ერთიდაიგივე ნიშნის ქვეშ გაერთიანებულ მონაცემთა წილის/ პროცენტული მაჩვენებლის პოვნას ან/ და  წრიულ დიაგრამაზე ამ მონაცემთა შესაბამისი სექტორის გრადუსულ ზომის გამოთვლას.

 

ითვლის ერთიდაიგივე ნიშნის ქვეშ გაერთიანებული მონაცემები მთელი რაოდენობის რა ნაწილია/რამდენი პროცენტია და პოულობს წრიულ დიაგრამაზე ამ მონაცემთა შესაბამისი სექტორის გრადუსულ ზომას.

ყოველთვის კარგად ითვლის ერთიდაიგივე ნიშნის ქვეშ გაერთიანებული მონაცემები მთელი რაოდენობის რა ნაწილია/რამდენი პროცენტია და პოულობს წრიულ დიაგრამაზე ამ მონაცემთა შესაბამისი სექტორის გრადუსულ ზომას.

2

 წრიული დიაგრამის აგება სტ-ის

გამოყენებით

ვერ აგებს წრიულ დიაგრამას

უჭირს წრიული დიაგრამის აგება

 

ახერხებს წრიული დიაგრამის აგებას

აგებს წრიულ დიაგრამას

ყოველთვის კარგად აგებს წრიულ დიაგრამას.

3

სვეტოვანი დიაგრამის აგება

ისტ-ის

გამოყენებით

ვერ აგებს სვეტოვან დიაგრამას

უჭირს სვეტოვანი დიაგრამის აგება

ახერხებს

სვეტოვანი დიაგრამის აგებას

აგებს სვეტოვან დიაგრამას

ყოველთვის კარგად აგებს სვეტოვან დიაგრამას

4

სვეტოვანი/

წრიული დიაგრამის სახით წარმოდგენილ  მონაცემთა ელემენტარული ანალიზი.

ვერ ახერხებს დიაგრამის  სახით წარმოდგენილ  მონაცემთა ელემენტარულ ანალიზს.

უჭირს დიაგრამის სახით წარმოდგენილ  მონაცემთა ელემენტარული ანალიზი.

ახერხებს დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემთა ელემენტარულ ანალიზს.

ახდენს

დიაგრამის სახით წარმოდგენილ  მონაცემთა ანალიზის.

ყოველთვის კარგად ახდენს

დიაგრამის სახით წარმოდგენილ  მონაცემთა ელემენტარულ ანალიზს.

5

გაკვეთილზე ჩართულობა

არ არის ჩართული საგაკვეთილო აქტივობებში, იშვიათად პასუხობს კითხვებს, მისი პასუხები არ არის დამაჯერებელი.

 

ნაწილობრივაა

ჩართილი

საგაკვეთილო

აქტივობებში,

უჭირს აზრის

ნათლად

ჩამოყალიბებ

დადასკვნის

გამოტანა.

 

ჩართულია საგაკვეთილო აქტივობებში, ცდილობს აზრის გამიოხატვას და დასკვნის გაკეთებას.

 ჩართულია საგაკვეთილო აქტივობებში, ადეკვატურად პასუხობს კითხვებს, მკაფიოდ აყალიბებს აზრს და აკეთებს დასკვნას.

მაქსიმალურად ჩართულია საგაკვეთილო აქტივობებში, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს და აკეთებს დასკვნას.

 

 

 

თარიღი: 17.05. 2018 წელი

მარინა გაბისონია





          რეფლექსია ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილზე

მათემატიკა/ისტ

მარინა გაბისონია

 

       ქ. მარტვილის N2 საჯარო სკოლაში  2018 წლის 17 მაისს ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი VI კლასში.

         გაკვეთილის თემა -,,წრიული და სვეტობანი დიაგრამები“.

         მიზანი- ისტ-ის გამოყენებით მონაცემთა წარმოდგენა სვეტოვანი და წრიული დიაგრამის სახით. დიაგრამებით წარმოდგენილ მონაცემთა  ელემენტარული ანალიზი.

         გაკვეთილი გულისხმობდა ორი საგნის მათემატიკისა და ისტ-ის ინტეგრაციას. გაკვეთილი დავგეგმე ისტ-ის მასწავლებელთან ქალბატონ თეა ხარებავასთან ერთად. გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. მისი  აქტივობები  იყო მიზნის შესაბამისი. წინარე ცოდნის გააქტიურების ფაზაში კარგად იმუშავა ამოცანამ, რომელიც ამ გაკვეთილისთვის შევადგინე და power point-ის სლაიდებით წარვუდგინე. ეს ფაზა, და საერთოდ მთელი გაკვეთილი მოსწავლეთა კარგი ჩართულობით ხასიათდებოდა.  გაკვეთლზე გვქონდა ინტერნეტზე წვდომის საშუალება, რამაც მომცა საშუალება მოსწავლეებისთვის  წარმედგინა ჩემს მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსი, რომელიც მობრუნების სრული კუთხის გათვალსაჩინოების საშუალებას იძლევა-როდესაც წრეწირის რადიუსი მობრუნდება,  მობრუნების შესაბამისი კუთხის გრადუსული ზომაც იწერება. მისი მეშვეობით მოსწავლეები თვალსაჩინოდ ხედავენ, როდესაც რადიუსი სრულ ბრუნს ასრულებს, მაშინ მისი ბოლო შემოხაზავს წრეწირს, ხოლო მობრუნების კუთხე  არის 360 გრადუსი. ამ რესურსის წარდგენით მიზნად ვისახავდი მოსწავლეებს გაეთავისებინათ ის, რომ წრეწირის/წრის  გრადუსული ზომაა 360 გრადუსი. ვფიქრობ, რომ ამ რესურს სხვა კლასებშიც გამოვიყენებ  მოცემულ თემაზე მუშაობის პროცესში. დიაგრამების აგებასთან დაკავშირებული აქტივობებიც უმტკივნეულოდ, საქმიანად  წარიმართა. ის, რომ მოსწავლეებს უადვილდებათ ტექნოლოგიებთან ურთიერთობა, რაც ამ გაკვეთილზეც იგრძნობოდა,  მაფიქრებინებს იმას რომ ამ ტიპის გაკვეთილებს მომავალშიც დავგეგმავ.

 

 

 



                     

                    ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
საგნები: მათემატიკა და ისტ.
კლასი: V კლასი
მასწავლებლები:
                                 მათემატიკა: მარინა გაბისონია.
                                  ისტ:  თეა ხარებავა.
თემა:
                                  მათემატიკა: ამოცანების ამოხსნა წილადების გამოყენებით.
                                   ისტ: ფიგურებთან დაკავშირებული ბრძანებების შერჩევა ფიგურის კონტექსტური მენიუდან.
მიზანი: მათემატიკური ამოცანის პირობის მიხედვით ისტ-ის გამოყენებით ფიგურების აგება;
წინარე ცოდნა:
მათემატიკა: იცნობენ ჩვეულებრივ წილადებს, იციან წილადის მრიცხველისა და  მნიშვნელის მნიშვნელობა;
ისტ:    იციან MS WORD-ში  ფიგურის ჩასმა, გადაადგილება, კოპირება, მობრუნება, ფერის,ზომისა და ფორმის შეცვლა.
მოსალოდნელი შედეგები:
მათ. V.2. კითხულობს, გამოსახავს, აფასებს, ადარებს და ალაგებს წილადებს.
ის ტექნ. V.1.  მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის  ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება.
ის ტექნ. V.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
სასწავლო მასალა:  მათემატიკის სახელმძღვანელო;  ისტ-ის სახელმძღვანელო; ამოცანები წარმოდგენილი ,,Power Point”-ის სლაიდებზე;
რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი.
აქტივობები:
წინარე ცოდნის გააქტიურება:
1.მათემატიკის მასწავლებელი მოახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას ინტერაქტიური მეთოდით.
2. მასწავლებელი წარუდგენს სლაიდის N1,2,3 ამოცანებს, რომლებიც ამოიხსნება საერთო საკლასო მუშაობით;
3. ისტ-ის მასწალებელი  მოახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას ინტერაქტიური მეთოდით.
 განმტკიცება:
სლაიდზე წარმოდგენილი ამოცანების მიხედვით მოსწავლეები შექმნიან ნახატებს. გააკეთებენ პრეზენტაციას.
საშინაო დავალება:  მოსწავლეებს დავალებად მიეცემათ ამოცანების მოფიქრება და ამ ამოცანების მიხედვით ნახატების შექმნა კომპიუტერზე. 






ამოცანები ინტეგრირებული გაკვეთილისათვის
















ინტეგრირებული   გაკვეთილი  2015-2016

Комментариев нет:

Отправить комментарий